შევჩენკო: "მინდა "მილანის" ქომაგებს მადლობა გადავუხადო"

შევჩენკო: "მინდა "მილანის" ქომაგებს მადლობა გადავუხადო"

ანდრეი შევჩენკომ "მილანთან" 3-1 მარცხის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა და სან სიროზე შეკრებილ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

"კარგად ვითამაშეთ, ბიჭებმა მოედანზე შესაძლებლობების 100 პროცენტი გააკეთეს. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი არ ვარ. მინდა "მილანის" ქომაგებს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადავუხადო."

"ბევრს ვმუშაობთ, რომ შედეგები, რომლებიც ახლა დამაკმაყოფილებელი არ არის, გამოვასწოროთ. საბოლოო გადაწყვეტილებას ძალიან მალე გუნდის ხელმძღვანელობისგან გავიგებთ, იქამდე კი მე მუშაობას ვაგრძელებ", - განაცხადა შევჩენკომ.

1 კვირის წინ
395 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო