"მილანი" 3:1 "ჯენოა" | პიოლის მატჩისშემოდგომი კომენტარი

"მილანი" 3:1 "ჯენოა" | პიოლის მატჩისშემოდგომი კომენტარი

გასულ ღამეს "მილანმა" კოპა იტალიას მატჩში "ჯენოა" დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ სტეფანო პიოლიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"აშკარაა, რომ თავიდან გვაკლდა ინტენსივობა, არ ვიყავით დაბალანსებულები და მთლიან გუნდს არასწორი მიდგომა ჰქონდა, რაც ჩემი ბრალია და შემდეგში აუცილებლად უნდა გამოვასწორო.

ნოემბერი ძალიან რთული იყო ტრავმების თვალსაზრისით და ამის ფასი გადავიხადეთ, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ერთსა და იგივე ფეხბურთელებს უწევდათ თამაშის გაგრძელება, ამასობაში ისინი დაიღალნენ. თუმცა დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია შევცვალოთ თამაში სათადარიგოთა სკამიდან, ასე რომ, რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება ჩვენს განკარგულებაში, მით უკეთესი.

ტომორიმ მუხლში ჩხვლეტა იგრძნო. ფიკი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და იმედი მაქვს, რომ  სერიოზული არაფერია, კარგი იქნება, თუ ორშაბათიდან დაგვიბრუნდება. ამ ეტაპზე ველოდებით გამოკვლევის შედეგებს".

2 კვირის წინ
455 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო