logo

სენსაციური ინფორმაცია საფრანგეთიდან: "მილანს" ნეიმარი უნდა!

სენსაციური ინფორმაცია საფრანგეთიდან: "მილანს" ნეიმარი უნდა!

ფრანგულ მედიაში დარწმუნებულები არიან, რომ ბერნარ არნო "მილანს" შეიძენს და მისი მთავარი სამიზნე "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავი ნეიმარი იქნება.

ფრანგი მეპატრონის მთავარი მიზანი იქნება დონარუმას შენარჩუნება, რომელსაც ხუთ წლიან კონტრაქტს შესთავაზებს და სეზონში 9 მილიონ ევროს. ამას გარდა იბრაჰიმოვიჩთან ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებას ეცდება და შემდეგ იქნება დიდი მიზანი: ნეიმარი.

ასევე არნო გააგრძელებს ახალ მოედანზე მუშაობას, რომელიც სკარონის სიტყვებით მსოფლიოში ყველაზე ლამაზი უნდა იყოს. ახალი მფლობელი ამ პროექტისათვის 4 წლის მანძილზე 600 მილიონ ევროს გაიღებს.

რაც შეეხება "ელიოტს", ამერიკელები 1,2 მილიარდ ევროს მიიღებს. პირველივე სეზონში ტრანსფერებისათვის 350 მილიონი ევრო გამოიყოფა და მთავარი მიზანი ნეიმარის გადაბირება იქნება.

8 თვის წინ
2404 / 1
rossoneri-best
user
Milanista_91 Netav simartle iyos bichebo es siaxleebi da anom martla sheidzinos milani
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 204
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ