კესიე შესაძლოა დარჩეს

კესიე შესაძლოა დარჩეს

გასული ზაფხულიდან გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ "მილანის" ნახევარმცველმა ფრენკ კესიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო გუნდის დატოვების შესახებ მიმდინარე სეზონის ბოლოს.

თუმცა, იტალიურმა პრესამ უახლესი ინფორმაცი გაავრცელა რომლის თანახმადაც, კოტ'დივუარელი რეალურად განიხილავს კლუბთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ვარიანტს.

Gazzetta dello Sport-ის ფურცლებზე ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, კესიეს მოთხოვნები ჯერ ვერც ერთმა ევროპულმა გუნდმა ვერ ან არ დააკმაყოფილა.

ამასთან დაკავშირებით მისი აგენტი "როსონერის" ხელმძღვანელობასთან ახალი მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველს წელიწადში დაახლოებით რვა მილიონი ევროს მიღება სურს. ფეხბურთელის მსურველ მთავარ პრეტენდენტებს შორის "ტოტენჰემი" და "პსჟ" დასახელდნენ.

 

2 კვირის წინ
683 / 0
Shako
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო