გულშემატკივრების პასუხი მოურინიოს

გულშემატკივრების პასუხი მოურინიოს

იტალიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში მარცხის შემდეგ, "რომაელთა" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მოხარულია "მილანელების" მხრიდან წლების წინ შეთავაზებაზე გაცემული უარყოფითი პასუხით. 

აღნიშნული საკითხი "როსონერის" გულშემატკივრებს უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩენიათ და სპეციალისტს სოციალური ქსელის ტვიტერის საშუალებით უპასუხეს. 

"ჩვენ კი შენი უარის გამო ორმაგად მოხარულები ვართ" - წერს @KureruChuuhei.

"გმადლობთ, რომ თქვი არა. ამას მთელი გულით გეუბნები" - დასძინა @milanbeforecoin.

"მოურინიო ჩვენთან რომ მოსულიყო, ალბათ, აქამდე სერია B-ში ვითამაშებდით", - თქვა @EdmonYonan.

"მოხარულები ვართ, რომ "მილანი" არ მიიღეთ. უბრალოდ ნახეთ, როგორ გამოიყურებიან გუნდები, რომლებსაც თქვენ წვრთნით", - აღნიშნავს @sakti_alfattaah.

 




2 კვირის წინ
736 / 0
Shako
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო