არახალი ამბავია, რომ "მილანი" აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. მონკადას მორიგი სამიზნე კი გლასგოს "სელტიკის" ნორვეგიელი გიგანტი კრისტოფერ აიერია.
21 წლის ცენტრალური მცველის აგენტმა ტორე პედერსენმა "NTB"-სთან ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა: "კრისი ზაფხულში კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და "სელტიკს" დატოვებს. მისი შეძენა ბევრ კლუბს სურს, მაგრამ კონკრეტული სახელების დასახელებას არ ვაპირებ."
აიერს შოტლანდიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. აქამდე გამართულ 49 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო, მათ შორის ერთი გოლი კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა.