აგენტი: "ჰისაი "ნაპოლის" დატოვებს"

აგენტი: "ჰისაი "ნაპოლის" დატოვებს"

ალბანეთის ეროვნული ნაკრების განაპირა მცველი ელსეიდ ჰისაი ზაფხულში "ნაპოლის" დატოვებს. ვერც კარლო ანჩელოტის და ვერც ჯენარო გატუზოს ფორმაციის გუნდში ის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, ამიტომ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა, რის შესახებაც მისმა აგენტმაც ისაუბრა.

"ჰისაი 100%-ით მწყობრშია, მაგრამ გატუზო მას იშვიათად ათამაშებს. ჯერჯერობით კლუბის წარმომადგენლებთან არ მისაუბრია, თუმცა უკეთესი იქნება თუ ჩვენი გზები გაიყოფა." - განაცხადა ჰისაის აგენტმა მარიო გიუფრედიმ.

"Radio Punto Nuovo"-ს თქმით, "მილანი" ელსეიდის შესაძენად იბრძოლებს, რომლის სანაცვლოდაც ნეაპოლიტანელები 15 მილიონ ევროს ითხოვენ. ალბანელ ფეხბურთელს დაცვის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და როგორც კონტის ასევე ტეოს შემცვლელად თამაშს შეძლებს.

1 წლის წინ
1467 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი