"Sportmediaset"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2019-20 წლების სკუდეტო ფლეიოფებით გათამაშდება 8 გუნდს შორის. ამ დროისათვის "მილანი" ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და თუ ზემოთ ხსენებულ წყაროს დავეყრდნობით, "როსონერი" პირველ შეხვედრაში მეორე ადგილზე მყოფ გუნდს დაუპირისპირდება, ეს კლუბი კი "ლაციოა".
ამ წყვილს შორის გამარჯვებული კი ნახევარფინალურ ეტაპზე მეოთხე-მეხუთე ადგილოსნებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, შესაბამისად "ატალანტა"-"რომას" გამარჯვებულს.