კახა კალაძე ერთ-ერთი საუკეთესო მცველი "მილანის" ისტორიაში

კახა კალაძე ერთ-ერთი საუკეთესო მცველი "მილანის" ისტორიაში

ალბათ, ქართული და იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი დაგვენთახმება, რომ საქართველოს ნაკრების და "მილანის" ლეგენდარული მოთამაშე კახა კალაძე იმდროინდელი "როსონერის" და სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო.

მოდით, მისი საპატიო ტიტულებიც გავიხსენოთ...

კალაძე იყო იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი, მან ასევე მოიგო იტალიის სუპერთასიც. 2003 და 2007 წლებში ორჯერ დაეუფლა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ჩემპიონთა ლიგას. ორჯერ მოიგო ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. გარდა ამისა, ის მრავალ ინდივიდუალურ პრიზს დაეუფლა.

ახლა კი მოვიდა დრო, რომ "მილანში" მისი 4 საუკეთესო მატჩიც გავიხსენოთ: 

1. 2005 წელი | "მილანი" - "ინტერი" (1:0). კალაძის ერთადერთმა გოლმა "დერბი დელა მადონინას" ბედი გადაწყვიტა. 71-ე წუთზე კლარენს ზეედორფმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელიც კალაძემ ეფექტურად დაამუშავა და ხულიო სეზარს გაუტანა.

2. 2005 წელი | "რომა" - "მილანი" (0:2). კალაძე ამ მატჩში საუკეთესო იყო. კახას კარგი პასის შემდეგ ერნან კრესპომ თავურით შეძლო მეტოქის კარის აღება. მანამდე კი თვითონაც მოახერხა გოლის გატანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

3. 2002 წელი | "მილანი" - მადრიდის "რეალი" (1:0). ალბათ, ეს ჩემპიონთა ლიგაზე კახას საუკეთესო მატჩი იყო "მილანში". ქართველმა ლუიშ ფიგუ გაანეიტრალა. შევჩენკომ კი შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

4. 2003 წელი | "მილანი" - "იუვენტუსი" (3:2). კალაძემ ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო და ეს განსაკუთრებული დღე იყო მის ცხოვრებაში. კახამ ამ მატჩში მაღალ დონეზე ითამაშა. ის გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ ბუფონმა ურთულესი ბურთის აღება მოახერხა. პენალტების სერიაში გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კახა კალაძე "მილანში" 2001-2010 წლებში თამაშობდა. მან იტალიურ გრანდთან ერთად ყველა ტიტული მოიპოვა.

1 თვის წინ
542 / 3
გ. გელაშვილი
user
Arigo და კიდევ, გუნდში ცენტრალური მცველის პოზიციაზე (ლატერალებს არარ ჩამოვყვები) თამაშობდა ფრანკო ბარეზი, მაურო ტასოტი, ფილიპო გალი, მარსელ დესაი, ვერხოვდიც კი... მანამდე კი გუნდში ფულვიო კოლოვატი, ძმები მალდერები და რობერტო როსატო თამაშობდა, კიდევ კარლ-ჰაინც შნელინგერი... არაფერს ვიტყვი ჩეზარეზე და მისი თაობის შავ-წითელ მცველებზე...smile
user
Arigo ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს მიდიოდა საიტზე კახას "ქებაი და დიდებაი" რისთვისაც შენიშვნა მივეცი მის ავტორებსsmile დღეს საქართველოში ვითარება არის მკვეთრად პოლიტიზირებული, ქვეყანა ორ ბანაკადაა დაყოფილი და მიდის ზიზღფრქვევა, თან ყველა მხრიდან ყველა მიმართულებით.... კარგია, რომ ჩ/ლიგის გამარჯვებული გვყავს, თუმცა იმ მილანს მალდინი,ნესტა,კოსტაკურტა,სტამი,ჰელვეგი,ლაურსენი,შამოტი,როკე ჟუნიორი ბონერა და ჯუზეპე ფავალი ყავდა მის პოზიციაზე  და მალდინი-ნესტას რიომ თავი დავანებთ, არც ერთი ჩამოთვლილი მასზე ნაკლები არ ყოფილა... როკე ჟუნიორი მსოფლიოს ჩემპიონი სელესაოს რიგებში, შამოტი არგენტინის ძირითადის წევრი, შიმიჩი საკლამდ ძლიერი ხორვატიის, ლაურსენი და ჰელვეგი კი დანიისა, რომელიც 6:1 გვიგებდა... ბონერასა და ფავალის კი სკუადრა აძურაში აქვს ნათამაშები (16 და 8 შეხვედრა შესაბმისად) 90-იანი და 2000-იანი წლების აძურა კიდევ რაც იყო კარგად მოგვეხსენებაsmilesmilesmilesmile
user
American Es moxvda karg milanshi karg dros, ai magalitad dges rom etamasha sashualo dones ver gacdeboda, misi sashualo klasi mudmivad Chanda sakartvelos nakrebshi, is ubralod moxvda karg dros milanshi, man milanshi magal doneze itamasha mxolod 2 celi, danarcheni iyo rogorc avgnishne sashualo klasi, yvelaze cudi ki isaa rom rogorc pirovneba aris yle, ai esaa yvelaze Cudi mis cxovrebis karierashi! 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო