logo

რობინსონმა ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი გაასაჯაროვა

რობინსონმა ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი გაასაჯაროვა

"უიგანის" მარცხენა მცველი ენტონი რობინსონი მილანშიც კი ჩაფრინდა, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა. ამერიკელი ფეხბურთელი რიკარდო როდრიგესის შემცვლელად განიხილებოდა, თუმცა მისი ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ "როსონერის" დიეგო ლაქსალტის დაბრუნება მოუწია. ახალგაზრდა მცველმა ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზზე ისაუბრა.

"მინდა გულშემატკირებს ჩემი მდგომარეობა გავაცნო, რადგან იანვრიდან არ მითამაშია და ბევრი კითხვა მომდის. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მილანში" უნდა გადავსულიყავი. იტალიაში ჩავფრინდი, თუმცა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გულის პრობლემა აღმომაჩნდა."

"უიგანში" დაბრუნების შემდეგ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამჟამად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მალე ჩვეულ რიტმში ვარჯიშს და თამაშსაც შევძლებ."

"ამ თვეში კიდევ მექნება კონსულტაციები ექიმებთან, რათა გულის რიტმი დარეგულირდეს. მადლობა მინდა გადავუხადო "უიგანს" და განსაკუთრებით ამ კლუბის სამედიცინო სტაფს. მადლობა მხარდაჭერისათვის და იმედი მაქვს მოედანზე მალე დავბრუნდები." - განაცხადა რობინსონმა.

7 თვის წინ
1279 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ