logo

გატუზოს პაკეტა არ უნდა, რინოს "მილანში" სხვა სამიზნე ჰყავს

გატუზოს პაკეტა არ უნდა, რინოს "მილანში" სხვა სამიზნე ჰყავს

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკას პაკეტა შესაძლოა "ნაპოლიში" გადაბარგდეს იმ შემთხვევაში, თუ გატუზო თანხმობას განაცხადებს, თუმცა "Tuttomercatoweb.com"-ის ცნობით, რინოს "მილანში" სხვა სამიზნე ჰყავს.

საუბარია ჰაკან ჩალჰანოღლუზე, რომელმაც შესაძლოა ზაფხულში "სან სირო" დატოვოს. "როსონერი" მზადაა თურქ ათიანს 20 მილიონ ევროდ შეელიოს, რაც ნეაპოლიტანელებისათვის სავარაუდოდ მისაღები ფასი იქნება.

ჯენაროს 4-3-3 ტაქტიკაში ჩალჰანოღლუ მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, რაც ადრეც გვინახავს, როცა გატუზო ლომბარდიული გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

7 თვის წინ
1290 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ