logo

სკუდეტო ფლეიოფებით? "მილანს" ჩემპიონობის შანსი გამოუჩნდა

სკუდეტო ფლეიოფებით? "მილანს" ჩემპიონობის შანსი გამოუჩნდა

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშება 3 აპრილამდე შეჩერებულია. ჯერჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა ჩემპიონატი, ამიტომ შესაძლოა სკუდეტოსათვის მებრძოლ გუნდებსა და დარჩენისათვის მებრძოლ გუნდებს შორის ფლეიფოები გაიმართოს. გთავაზობთ ორ ყველაზე გავრცელებულ ჰიპოთეზას.

პირველი ჰიპოთეზა - ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფი გუნდები ერთმანეთს ფლეიოფებით დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალური შეხვედრები ორ მატჩიანი იქნება, ხოლო ფინალი ერთ მატჩიანი. რაც შეეხება ფინალს, "ალიანს სთედიუმზე" ჩატარდება, რადგან ცხრილის სათავეში "იუვენტუსია". წყვილები კი შემდეგნაირი იქნება: პირველ ადგილოსანი მეოთხე ადგილოსანს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე მესამეს ანუ ნახევარფინალში "იუვენტუსი"-"ატალანტა" და "ლაციო"-"ინტერი" იქნება.

მეორე ჰიპოთეზა - მეორე შემთხვევაში ყველაფერი პრიმავერას პრინციპით იქნება და ჩემპიონობისთვის 6 გუნდი იბრძოლებს. ამ შემთხვევაში "იუვენტუსი" და "ლაციო" პირდაპირ ნახევარფინალში იქნებიან, ხოლო მეოთხედფინალში ერთმანეთს "ინტერი"-"ნაპოლი" და "ატალანტა"-"რომა" დაუპირისპირდებიან. ამჟამად "მილანი" "ნაპოლის" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონატის დროებით განახლების შემთხვევაში ექვსეულში მოხვედრის შანსი აქვს.

8 თვის წინ
1888 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ