რალფ რანგნიკი შესაძლოა "მილანში" მალევე გადაბარგდეს ისე, რომ სტეფანო პიოლიმ მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს. ამისათვის კი აუცილებელი პირობაა მალდინი და მასარა დაუყოვნებლივ გადადგნენ.
ამ შემთხვევაში შესაძლოა გერმანელი სპეციალიტი თავდაპირველად მენეჯმენტში მოგვევლინოს და ზაფხულიდან დამრიგებლის პოსტიც დაიკავოს, თუმცა "რედ ბულის" სახით ამ იდეას კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავს.
რალფი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და რთული წარმოსადგენია სეზონის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში თავისუფლად წასვლის შესაძლებლობა მისცენ, თუმცა თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია.