logo

კაპელო: "რანგნიკი "მილანის" გულშემატკივრებს უნდა უფრთხილდეს"

კაპელო: "რანგნიკი "მილანის" გულშემატკივრებს უნდა უფრთხილდეს"

ფაბიო კაპელომ "Sky"-სთან ინტერვიუში "მილანის" პოტენციურ მწვრთნელზე რალფ რანგნიკზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მინდა ერთი რამ ვთქვა: ხელმძღვანელობა "მილანის" გულშემატკივრებს უნდა გაუფრთხილდეს. წარსულში ბევრი შეცდომები იყო და ეს არ უნდა განმეორდეს. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ უცხოელი მწვრთნელის შერჩევისას, რადგან როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, იტალიაში გუნდის გაწვრთნა სპეციფიკური რამაა." - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ივან გაზიდისს სურს ფაბიოს მენეჯმენტში დასაქმება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

2 თვის წინ
964 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ