პიოლის "ატლეტიკოსთან" ფლორენცის პერფორმანსი მოეწონა – შანსი ძირითადიდან დასაწყებად

პიოლის "ატლეტიკოსთან" ფლორენცის პერფორმანსი მოეწონა – შანსი ძირითადიდან დასაწყებად

"ატლეტიკოსთან" შეხვედრის 66-ე წუთზე მოედანზე ალესანდრო ფლორენცი გამოვიდა. მადრიდულ კლუბთან მისი პერფორმანსის შემდეგ (რეიტინგი – 9.5, "Sempremilan-ის" ვერსიით) არაა გამორიცხული იტალიელმა მარჯვენა მცველმა მომდევნო მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყოს. 

"MilanNews-ზე" დაყრდნობით, ფლორენციმ სტეფანო პიოლიზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და მომავალ მატჩებში მისთვის პირველივე წუთებიდან შანსის მიცემაც, შესაძლებელია, ვივარაუდოთ.

მიუხედავად კალულუს კარგი თამაშისა, ალესანდრო უფრო გამოცდილია. ცნობისათვის, 30 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში შავ-წითელი მაისურით 9 შეხვედრა მიითვალა.

2 თვის წინ
604 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო