"მილანი" ზეგ სახლში "სასუოლოს" დაუხვდება და გადავხედოთ, როგორია გუნდების დანაკლისი და მატჩის ფაქტები ამ დაპირისპირების წინ.
მატჩის ფაქტები
- სერია ა-ში "სასუოლოს" უკანასკნელ 9 საგარეო შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი ვიხილეთ
- სერია ა-ში "მილანი" ბოლო 8 საშინაო მატჩი დაუმარცხებელია
- ყველა ტურნირზე "სასუოლოს" წინააღმდეგ "როსონერიმ" უკანასკნელ 3 დაპირისპირებაში 2.5-ზე მეტი გოლი მიიღო
- სერია ა-ს ბოლო 6 მატჩიდან 5-ში "სასუოლომ" მინიმუმ 2 გოლი გაიტანა
- სერია ა-ში უკანასკნელი 6 საგარეო დაპირისპირებიდან 5-ში "სასუოლომ" სულ მცირე 2 გოლი გაუშვა
გუნდების დანაკლისი
"მილანი" – ანტე რებიჩი; მაიკ მენიო; ოლივიე ჟირუ; დავიდე კალაბრია; სამუ კასტილეხო.
"სასუოლო" – პედრო ობიანგი; დავიდე ფრატეზი; ფილიპ ჯურიჯიჩი; ჟერემი ბოგა.
შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "სასუოლოს" დაპირისპირება "სან სიროზე" ზეგ, 28 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე, გაიმართება.