პიოლი: "ვამაყობ იმ საქმით, რომელიც აქამდე გავაკეთეთ"

პიოლი: "ვამაყობ იმ საქმით, რომელიც აქამდე გავაკეთეთ"

სტეფანო პიოლიმ "მილანთან" ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მედიის წარომადგენლებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ლომბარდიული კლუბი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. 

"მინდა მადობა გადავუხადო კლუბს იმისთვის, რომ მომეცა საშუალება გამეწვრთნა კონკურენტუნარიანი კლუბი, რომელიც სავსეა ფასეულობებით. ვამაყობ იმ საქმით, რომელიც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობით და ფეხბურთელების თავდაუზოგავი მუშაობით. ჩვენი ქომაგები არაჩვეულებრივი არიან და იმედი მაქვს, რომ მათ "მილანის" სიყვარულს კიდევ უფრო დავუბრუნებ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"მილანი" სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 ტურის შემდეგ "ნაპოლისთან" ერთად პირველ ადგილზეა და ასევე ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გასვლის შანსიც აქვს.

2 თვის წინ
219 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო