რამდენს გამოიმუშავებს "მილანი" ჯამში პლეიოფში გასვლის შემთხვევაში

რამდენს გამოიმუშავებს "მილანი" ჯამში პლეიოფში გასვლის შემთხვევაში

"ატლეტიკოსთან" გამარჯვებამ "მილანს" ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლის შანსი გაუჩინა, ოღონდ 2 პირობის შესრულების შემთხვევაში გავა "როსონერი" ჯგუფიდან – "სან სიროზე" "ლივერპულთან" მოგება და პორტუში შესაბამისი შედეგის დაფიქსირება.

"Calcio e Finanza-მა" მილანური კლუბის შემოსავალი წარმოგვიდგინა ზემოთ ხსენებული სცენარის განვითარების ვარიანტში. სპორტული თვალსაზრისით ხეირი ერთია და ეკონომიკური სარგებელი კი – მეორე.

პირველ რიგში, "შავ-წითლებმა" უკვე გამოიმუშავეს 15.64 მილიონი ევრო ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის გამო, ასევე 17.1 მილიონი ევრო 10-წლიანი ისტორიული რეიტინგისთვის. აღსანიშნავია 6 მილიონი ევროც სერია ა-ს 2020/21 წლების სეზონში დაფიქსირებული შედეგისთვის.

იხილეთ "მილანის" სრული პოტენციური შემოსავალი:

მონაწილეობისთვის: 15.64 მილიონი ევრო.

ისტორიული რეიტინგისთვის: 17.1 მილიონი ევრო.

შედეგისთვის ბონუსი: 6.53 მილიონი ევრო ("ლივერპულთან" მოგების შემთხვევაში)

სატრანსფერო შემოსავალი: 2-დან 3.5 მილიონ ევრომდე (დამოკიდებულია სხვა იტალიურ კლუბებზეც)

ბონუსი: 9.6 მილიონი ევრო.

ჯამი: 58.37 მილიონი ევრო.

 

1 დღის წინ
588 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო