გაზიდისი მილანში ბრუნდება – პიოლისთან ახალი კონტრაქტის ანონსის მოლოდინში

გაზიდისი მილანში ბრუნდება – პიოლისთან ახალი კონტრაქტის ანონსის მოლოდინში

"Calciomercato-ს" ცნობით, "მილანი" და სტეფანო პიოლი გუშინდელი შეხვედრის ("ატლეტიკო" 0-1 "მილანი") შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან მეტად ახლოს არიან.

წყაროზე დაყრდნობით, მხოლოდ ხელის მოწერაღაა დარჩენილი, რომელსაც ხვალ უნდა ველოდოთ. იტალიელი სპეციალისტი "როსონერისთან" ახალ 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, პერსპექტივაში 1 წლის გახანგრძლივებით (მხარეთა სურვილის შემთხვევაში).

რაც შეეხება წლიურ ანაზღაურებას, სტეფანოს ხელფასი 3.5 მილიონ ევრომდე (+ბონუსები) გაიზრდება. 

ივან გაზიდისი მილანში ბრუნდება მოლარაპაკების დასაჩქარებლად, უკვე ხელის მოწერის საკითხისა და სხვა ფორმალური დეტალების გავლის შემდეგ ახალი კონტრაქტიც დაანონსდება – ამრიგად, "ელიოტი" პიოლის ნდობას უცხადებს.

1 დღის წინ
258 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო