კესის სურვილი "მილანში" დარჩენაა, მაგრამ ერთი პრობლემა იკვეთება

კესის სურვილი "მილანში" დარჩენაა, მაგრამ ერთი პრობლემა იკვეთება

ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, ფრენკ კესის "მილანში" დარჩენა სურს, მაგრამ ერთი პრობლემა იკვეთება და ეს კოტ დ'იუვარელი ფეხბურთელის აგენტი გახლავთ.

უფრო კონკრეტულად კი 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველის აგენტი ჯორჯ ატანგანა ფრენკს სხვა გუნდში გადასვლისაკენ მოუწოდებს. ჯორჯს თავისი კლიენტისთვის მაღალი ანაზღაურება უნდა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, უფრო მეტად საკუთარ ხეირზე ფიქრობს.

კესის მხარის მოთხოვნა წელიწადში 9 მილიონი ევროა, რომელსაც რამდენიმე კლუბი სთავაზობს უკვე მას. 

ცნობისათვის, კესის ლომბარდიულ გრანდთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან შავ-წითელი მაისურით 14 შეხვედრასი 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

1 დღის წინ
488 / 1
საშკა ცხოვრებაშვილი
user
American Kesie aris xerxemali, Amis casvla da milanis ukusvla erti da igive iqneba, aranairad ar unda daushvan kesies casvla, es ikneba udidesi shecdoma!!! 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო