უახლესი ცნობა - ითამაშებს თუ არა ზლატანი "სასუოლოს" წინააღმდეგ

უახლესი ცნობა - ითამაშებს თუ არა ზლატანი "სასუოლოს" წინააღმდეგ

შაბათს, "მილანს" "სასუოლოს" წინააღმდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეყოლება. შვედი ფორვარდი მადრიდის "ატლეტიკოსთან" 1-0 მოგებულ შეხვედრაში ოლივიე ჟირუმ შეცვალა. როგორც ჩანს ზლატანს მატჩის ბოლოს პრობლემა შეექმნა. 

Tutosport-ის ცნობით ვეტერანმა ფეხბურთელმა ყველა დაარმუნა, რომ კარგად არის და მომავალი თამაშებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

შობის წინ "მილანს" დატვირთული გრაფიკი აქვს და ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გასასვლელად ორ კვირაში კიდევ ერთი თამაში უწევს.

"როსონერი" ბოლო ტურში იურგენ კლოპის "ლივერპულს" დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ლომბარდიულ კლუბს ჯგუფიდან გასვლის შანსი იმ პირობით ექნება, თუ "პორტუს" და "ატლეტიკოს" შორის დაპირისპირება მისთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

"მილანი" სერია A-ში "ნაპოლისთან" ერთად 32 ქულით პირველ ადგილზეა. 

შეგახსენებთ, რომ ზლატანმა არტემიო ფრანჩიზე "ფიორენტინას" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.

1 დღის წინ
425 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო