ვლაჰოვიჩი: "ზლატანის დონემდე ძალიან ბევრი მაქვს გასავლელი"

ვლაჰოვიჩი: "ზლატანის დონემდე ძალიან ბევრი მაქვს გასავლელი"

დუშან ვლაჰოვიჩმა "ფიორენტინასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და მედიის წარმომადგენლებთან "მილანთან"  4-3 მოგებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

"როსონერთან" თამაში ზღაპარივით იყო. ეიფორია ვიგრძენი, მაგრამ შემდეგ "ემპოლისთან" მომდევნო მატჩზე ფოკუსირება დავიწყეთ. ჩემთვის "მილანთან" ყოველი შეხვედრა განსაკუთრებულია, რადგან ყველამ იცის რას ვგრძნობ  იბრაჰიმოვიჩის მიმართ. არ ვთვლი, რომ მისი მემკვიდრე ვარ, რადგან მის დონემდე ძალიან დიდი გზა მაქვს გასავლელი. ის ფაქტი, რომ ზლატანი 40 წლის ასაკში ისევ უმაღლეს დონეზე თამაშობს მისი ხასიათის და შრომის დამსახურებაა. "მილანთან" გამარჯვების შემდეგ ზლატანთან ახლოს არ მივსულვარ, რადგან ვიცი როგორია წაგება და არავის შეწუხება არ მინდოდა "როსონერში", - განაცხადა ვლაჰოვიჩმა. 

 

1 დღის წინ
223 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო