logo

რაიოლამ ბონავენტურას მომავალი კლუბი აარჩია

რაიოლამ ბონავენტურას მომავალი კლუბი აარჩია

ჯაკომო ბონავენტურა ერთ-ერთი იმათგანია ვინც "მილანს" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და ამას თავისუფალი აგენტის სტატუსით გააკეთებს.

"Tuttosport"-ის მტკიცებით კი მინომ თავისი კლიენტისათვის "ნაპოლი" აარჩია. ბონავენტურა მოქნილი ფეხბურთელია, რომელიც გატუზოს 4-3-3 ტაქტიკაში იდეალურად ჯდება. გარდა ამისა ჯეკსა და რინოს ერთად ადრეც უმუშავიათ და ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტი მის შესაძლებლობებს დიდ პატივს სცემს.

რაიოლას ამ ინიციატივას 31 წლის ნახევარმცველიც ეთანხმება, რადგან ჯაკომოს იტალიის ფარგლებს გარეთ თამაში არ სურს და "ნაპოლი" ის გუნდია, რომელსაც ბოლო წლებია ქვეყნის შიგნით დიდი ამბიციები ამოძრავებს.

7 თვის წინ
1219 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ