სიმეონე: მეორე ტაიმში "მილანი" ბურთის ფლობასა და რიგ დეტალებში უკეთესი იყო"

სიმეონე: მეორე ტაიმში "მილანი" ბურთის ფლობასა და რიგ დეტალებში უკეთესი იყო"

მორიგი წარმატებული გამოსვლა პიოლის გუნდის რომელმაც საკუთარ აქტივს ჰაერივით საჭირო სამი ქულა შემატა. 

ანტუან გრიზმანის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის ხელმძღვანელმა დიეგო სიმეონემაც შეაქო და განაცხადა რომ "მილანი" რიგ დეტალებში უკეთესი იყო ვიდრე "ატლეტიკო". 

"ოპტიმისტი ვარ. ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, მათ არ აქვტ მიზეზი საკუთარი თავის დასადანაშაულებლად.

პირველ ტაიმში ორივე გუნდი ერთმანეთს შეტევაში ხელს უშლიდა. დაცვაში კარგად ვიმუშავეთ და შეტევაში არც ისე კარგად.

არც ჩვენ და არც "მილანს" არ გვქონდა გოლის გატანის შანსი. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგეს ბურთის მეტი ფლობა ჰქონდა და რიგ დეტალებში უკეთესი იყო.

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი რთულია. ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯგუფში ბოლო მატჩში "ატლეტიკო" რა თქმა უნდა ბოლომდე იბრძოლებს. ჩემპიონთა ლიგა არავის პატიობს, პლეი ოფში მხოლოდ ის ხვდება, ვინც ამას იმსახურებს", - ციტირებს Marca დიეგოს სიტყვებს.

1 დღის წინ
387 / 0
Shako
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო