ბრაჰიმ დიასი: "გულშემატკივრების მიმართ მადლიერებას გამოვხატავ"

ბრაჰიმ დიასი: "გულშემატკივრების მიმართ მადლიერებას გამოვხატავ"

იტალიელთათვის შესანიშნავი საჩემპიონთალიგო საღამოს შემდეგ, "მილანის" ახალგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელმა ბრაჰიმ დიასმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. 

"ძალიან ბედნიერები ვართ, ისევე როგორც პირველ მატჩში ჩვენ ამას ვიმსახურებდით. მადლიერი ვარ ყველა ჩვენი გულშემატკივრის. 

მათ წარმოუდგენელი მხარდაწერა გამოხატეს და ეს გამარჯვება დაიმსახურეს. მე ვთამაშობ ჩემს ფეხბურთს, ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც შემიძლია საუკეთესოდ. მე მიყვარს თამაში, ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. მე ვტკბები მომენტით.

დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ზოგადად ვიმსახურებთ უკეთეს პოზიციას ჯგუფში, ვიდრე გვაქვს. წინ გადამწყვეტი მატჩი დიდ გუნდთან გველის. ჩვენ გვსურს გამარჯვება და ვნახოთ, რა მოხდება. გულშემატკივრების დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება", - აცხადებს დასასრულს დიასი.

1 დღის წინ
289 / 0
Shako
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო