პიოლი მატჩის შემდეგ

პიოლი მატჩის შემდეგ

როგორც უკვე მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, სტეფანო პიოლის "მილანმა" სტუმრად "ატლეტიკოს" დამარცხება შეძლო და უაღრესად მნიშვნელოვან სამ ქულას მოუყარა თავი. 

მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ Prime Video Italia - სთან ინტერვიუ ჩაწერა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. 

"ჩემმა ბიჭებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ხარისხიანად და გაბედულად ითამაშეს, მთელი თამაში სჯეროდათ საკუთარი თავის და მათთან ერთად ძალიან მიხარია ეს წარმატება. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ გუნდი კიდევ უფრო გაიზარდა".

მესიასის დებიუტი და სადებიუტო გოლი ევროტურნირებზე

"რაც შეეხება მესიასს, მისი ისტორია მშვენიერია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დასაწყისია, რადგან მას ნამდვილად აქვს ხარისხი. როდესაც ის პირველად ჩამოვიდა, მან გარკვეული სირთულეები განიცადა. მაგრამ ახლა მას შეუძლია დაეხმაროს გუნდს".

ახალი კონტრაქტის შესახებ

"ჩვენ გვაქვს სრული ჰარმონია კლუბთან, ურთიერთპატივისცემა და ნდობა. ეს სიმპათია ერთმანეთის მიმართ უნდა გაგრძელდეს. ეს ნამუშევარი იძლევა განსხვავებას, ხარისხს, იდეებს და უპირველეს ყოვლისა შედეგებს. დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაოფიციალურდება", - აცხადებს დასასრულს პიოლი

1 დღის წინ
402 / 0
Shako
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო