კესი თამაშით კმაყოფილია - "ბრძოლას აზრი ჯერ კიდევ აქვს"

კესი თამაშით კმაყოფილია - "ბრძოლას აზრი ჯერ კიდევ აქვს"

ფრანკ კესიმ, რომელმაც "ატლეტიკოსთან" ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი ასისტის ავტორი გახდა, მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა:

"განსაკუთრებული ღამეა, რადგან ჩვენ მოვიგეთ პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, მას შემდეგ, რაც აქ მოხვედრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ.

"ატლეტიკოსთან" ამ ატმოსფეროში თამაში მარტივი არ არის, ბურთთან თითოეული შეხებისთვის ბევრი ვიბრძოლეთ და საბოლოოდ, შედეგით ბედნიერები ვართ.

ამ საღამომ "მილანი" თამაშში დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლას აზრი ჯერ კიდევ აქვს. 

ჩემპიონთა ლიგამდე დიდი გზა გავიარეთ და მიხარია, რომ ყველაფერი ძალიან მალე არ დასრულდა".

2 დღის წინ
287 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო