ჯონ ტერი: "მილანში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი"

ჯონ ტერი: "მილანში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი"

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ჯონ ტერიმ, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესო ისტორია გაიხსენა. 

ყოფილი ფეხბურთელის განცხადებით ის ერთ დროს ძალიან ახლოს იყო "როსონერის" მაისურის მორგებასთან. 

"როდესაც 33 წლის ვიყავი, "მილანი" დამიკავშირდა ორი სხვადასხვა შუამავლის საშუალებით. მივხვდი, რომ ამ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა არსებობდა.

საბოლოოდ არაფერი გამოვიდა, "მილანში" თამაში ნამდვილი ოცნება იქნებოდა, მაგრამ მე გამიმართლა, რადგან მთელი კარიერა "ჩელსიში" გავატარე.

"იტალიელებისგან ყოველთვის ბევრს ვსწავლობდი: ერთ-ერთი იყო ბარეზი, ვისგანაც ყველაფერი დაიწყო, შემდეგ მალდინი - ჩემი აბსოლუტური კერპი, რომელიც ყველაფერს ასე მარტივად აკეთებდა. არცერთ მცველს არ ჰქონია ასეთი ბუნებრივი თამაშის სტილი", - განაცხადა დასასრულს ტერიმ.

3 დღის წინ
265 / 0
Shako
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო