logo

ბოგას აგენტი: "მილანთან" კონტაქტი გვქონდა"

ბოგას აგენტი: "მილანთან" კონტაქტი გვქონდა"

"სასუოლოს" შემტევის ჟერემი ბოგას ძმამ და ამავდოულად მისმა აგენტმა დანიელმა "Punto Nuovo Sport Show"-სთან ინტერვიუში "მილანთან" კავშირზე ისაუბრა.

"გატუზო? მასთან პირდაპირი კონტაქტი არასდროს მქონია. "მილანში" ყოფნის დროსაც კი, როცა "როსონერი" და "სასუოლო" ჩემი ძმის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდნენ. დეკემბერში "ნაპოლის" მესვეურებთან ვისაუბრე, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა." 

"ჟერემის შეთავაზებები აქვს გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან, თუმცა მომავალ სეზონზე საუბარი ჯერჯერობით არ მსურს. ამ დროისათვის ყველაზე მომხიბველი ვარიანტები "დორტმუნდი" და "მონაკო" არიან, რადგან ისინი ძირითად აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებენ." - განაცხადა აგენტმა.

2 თვის წინ
572 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ