"მილანის" აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი ზაფხულში "საერთაშორისო რევოლუციის" დაწყებას აპირებს.
ტუტოსპორტის ინფორმაციით, "მილანი" შეწყვეტს სენტიმენტალურ დამოკიდებულებებს გუნდის ლეგენდებთან და ბორდს მათ გარშემო აღარ ააგებს.
ზვონიმირ ბობანის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია, ხოლო გაზიდისის მოთხოვნით, პოსტს მალდინი და ფრედერიკ მასარას დატოვებენ.
გუნდის ბორდი რალფ რანგნიკის გარშემო შეიკვრება, რომელიც მთავარი მწვრთნელის თანამდებობასთან ერთად სპორტული დირექტორის პოსტსაც დაიკავებს.
გამოცემის ცნობით, ამ ეტაპისთვის ივან გაზიდისს "ელიოტის" სრული ნდობა აქვს.