„მილანმა" ჩემპიონთა ლიგაზე ისევ წააგო – რა ხდება ახლა

„მილანმა" ჩემპიონთა ლიგაზე ისევ წააგო – რა ხდება ახლა

ცოტა ხნის დასრულდა შეხვედრა „პორტოსა" და „მილანს" შორის, რომელშიც ლომბარდიული გრანდი ანგარიშით, 1-0, დამარცხდა.

ეს „როსონერისთვის" ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში რიგით მესამე მარცხი გამოდგა, რითაც მეოთხე ადგილზეც გამწესდა 0 ქულით.

მართლაც რომ, რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი მილანური კლუბი. პირველადგილოსანთან ჩამორჩენა 9 ქულაა და „შავ-წითლებს" ახლა მხოლოდ მოგება სჭირდებათ.

„მილანი" შემდეგ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ნოემბერს „სან სიროზე" კვლავ „პორტოს" წინააღმდეგ გამართავს – აქ 3 ქულა აუცილებლად მოსაპოვებელია და ამის მერე ორი ურთულესი დაპირისპირება ელის გუნდს „ატლეტიკოსთან" სტუმრად და ბოლო ტურში სახლში „ლივერპულთან".

1 თვის წინ
469 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო