"პორტუ" - "მილანი" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი

"პორტუ" - "მილანი" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი

"პორტუსთან" გასამართ მატჩამდე სტეფანო პიოლიმ პერესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ჩვენ დავუპირისპირდებით მყარ და კარგად ორგანიზებულ გუნდს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის დონის თამაშების კარგი გამოცდილება აქვს. მატჩი იქნება რთული და უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაში გვჭირდება. "პორტუს" ჰყავს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელთა კონტროლიც აუცილებელია. სანაკრებო პაუზების დროს ეს გუნდი კარგად შევისწავლეთ და დავსახეთ სტრატეგია, რომელიც იმედია, მათთან პოზიტური შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება. 

ყოველთვის რთულია მატჩი "პორტუსთან", რადგან მათ აქვთ შესანიშნავი ხარისხი. ხვალინდელი მატჩში ფინალის ტოლფასია და გვსურს ქულები მოვიპოვოთ. შევეცდებით მოედანზე გამოვიდეთ მტკიცედ და ვითამაშოთ სწორი ფეხბურთი პირველივე წითიდან. გვმართებს სიფრთხილე, რადგან მეტოქეს გამარჯვების სურვილი ექნება და ეს მათთვისაც გადამწყვეტი იქნება.

დღეს გუნდში დავინახე დიდი მოტივაცია, რომელიც გვიბიძებს კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და პოზიტიური შედეგი დავიმსახუროთ. უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და თავშეკავებულები თითოეული სიტუაციის კითხვისას. მაღალი კონცენტრაციის დონე უნდა ვაჩვენოთ.

იბრაჰიმოვიჩი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ ჯერჯერობით ზლატანს თამაშის სასტარტოში დაწყება არ შეუძლია. ბენასერი კარგად მუშაობს და ეს შაბათს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კრუნიჩი შესაძლოა სასტარტო ფეხბურთელი იყოს, მაგრამ მას მალდინისთან კონკურენცია მოუწევს. ლეაოს აქვს წარმოუდგენელად დიდი პოტენციალი. ის ძალიან კარგად მუშაობს და მეტიც შეუძლია. მან დიდი პროგრესი განიცადა.

მე და "მილანმა" განვითარების ერთიანი გზა განვლეთ, ახლა უფრო გაზრდილი ვარ, როგორც მწრთვნელი და თამაშის სწორი კუთხით წაყვანის შესაძლებლობა მეძლევა. წელს უფრო მეტ თავდაჯერებულობას ვგრძნობ და ვფიქრობ, ცვლილებების სწორად განხორციელების საშუალება მეძლევა. საბოლოოდ, ჩვენ ვართ ახალგაზრდა გუნდი სწორი მენტალიტეტით.  ვფიქრობ, "პორტუსთან" შევძლებთ ვაჩვენოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია".

 

1 თვის წინ
490 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო