ადლი: "მალდინიმ როდესაც დამირეკა, დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია"

ადლი: "მალდინიმ როდესაც დამირეკა, დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია"

მოგეხსენებათ, 21 წლის იაკინ ადლიმ, რომელიც ამჟამად "ბორდოში" იჯარით იმყოფება, გასულ ზაფხულს "მილანთან" კონტრაქტი გააფორმა.  ფრანგმა ფეხბურთელმა მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ მალდინის შემოთავაზებას დაუფიქრებლად დათანხმდა. 

"მალდინიმ როდესაც დამირეკა, გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე. ეს ჩემთვის საამაყო ფაქტია, იმის გათვალისწინებით, თუ საიდან მოვედი. უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი მსგავსი რამ თუ მოხდებოდა".

"ახლა სრულიად სხვა განწყობით ვთამაშობ, ვიდრე თავიდან. ჩემს ასაკში მზად ვარ ნებისმიერი რჩევა მივიღო, რომელიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ჩემთვის".         

ადლიმ კარიერა "პსჟ"-ის აკადემიაში დაიწყო. 2019 წლის იანვარში ის 5,5 მილიონ ევროდ "ბორდოში" გაასხვისეს. ქომაგები მას სათამაშო სტილით ზინედინ ზიდანს ადარებენ და იმედი აქვთ, რომ მომავალი სეზონიდან "მილანში" მეტი შემოქმედებითობა იქნება.

"ზიდანი ჩემი კერპია, მსოფლიო დონის არაჩვეულებრიბი ადამიანი, რომელაც ძალიან ვაფასებ", - ამბობს ახალგაზრდა შემტევი.

1 თვის წინ
403 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო