სერია ა-ს დუეტი, "ინტერი" და "მილანი" "არსენალის" ახალგაზრდა ნახევარმცველისათვის, ეინსლი მეიტლანდ-ნაილსისათვის იბრძოლებენ. calciomercato-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელისათვის დავა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიწყება. ცნობილია, რომ ის ამჟამად კვირაში 35,000 ევროს გამოიმუშავებს შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ეგიდით 14 მატჩი დაიწყო. ზოგადად პირველ გუნდში ყოფნისას კი მის ანგარიშზე 91 მატჩია.