როდის დაბრუნდებიან ჟირუ, ზლატანი და ტეო – უახლესი ინფორმაცია

როდის დაბრუნდებიან ჟირუ, ზლატანი და ტეო – უახლესი ინფორმაცია

"MilanNews-ის" ინფორმაციით, ოლივიე ჟირუ თავს უკეთესად გრძნობს და მოსალოდნელია, რომ „ვერონასთან" მატჩის გარკვეული ნაწილიც ითამაშოს. როგორც იცით, ფრანგს ზურგის პრობლემა ჰქონდა.

დღევანდელი ვარჯიში გადამწყვეტი იქნება იბრაჰიმოვიჩისთვის. სწორედ დღეს გამოჩნდება შესაძლებელი იქნება თუ არა იბრაკადაბრას მომდევნო შეხვედრის განაცხადში ხილვა, მაგრამ ალბათ არ გარისკავენ მაინც. სავარაუდოდ, შვედ ცენტრფორვარდს მოედანზე „პორტოსთან" შეხვედრაში ვიხილავთ.

რაც შეეხება ერნანდესს, ტეო კორონავირუსის გამო 3-4 მატჩს გამოტოვებს, „რომასთან" კი წესით უნდა იყოს იგი. დიდი ალბათობით, ფრანგ განაპირა მცველს ბალო-ტურე ჩაანაცვლებს, მაგრამ დავიდე კალაბრიას მარცხნივ და პიერე კალულუს მარჯვნივ გამწესებაც არ გამოვრიცხოთ.

გეტყვით, რომ „მილანისა" და „ვერონას" დაპირისპირება „სან სიროზე" 16 ოქტომბერს შედგება.

5 დღის წინ
515 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო