„მილანისა" და „ბარსელონას" საერთო სამიზნე

„მილანისა" და „ბარსელონას" საერთო სამიზნე

"ESPN-ზე" დაყრდნობით, „მილანი" და „ბარსელონა" „მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ნახევარმცველით, ჯესი ლინგარდით, ინტერესდებიან.

28 ფეხბურთელმა მანჩესტერული კლუბის შეთავაზება უკვე უარით გაისტუმრა. მას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება სურს და ამიტომ რეგულარულად სათამაშო დროის მიღება აუცილებელია.

ლინგარდს სხვა კლუბში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს და ზაფხულში ეს სამი გუნდი იბრძოლებს მის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასაბირებლად.

გეტყვით, რომ ინგლისელ მოთამაშეს „წითელ ეშმაკებთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. "Transfermarkt-ის" ვერსიით, მისი ღირებულება 22 მილიონი ევროა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ჯესიმ „იუნაიტედის" მაისურით 6 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

 

5 დღის წინ
543 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო