კესი ზამთარში „მილანს" არ დატოვებს – რა ხდება შემდეგ

კესი ზამთარში „მილანს" არ დატოვებს – რა ხდება შემდეგ

"Football Italia-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრენკ კესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე „მილანს" არ დატოვებს, თუმცაღა, მეორე მხრივ, 25%-ია შანსი იმისა, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივოს მან „როსონერისთან".

მხარეები ვერანაირად თანხმდებიან, პირობებს შორის დიდი აცდენაა და 4 გუნდი ზაფხულისთვის ჩასაფრებულია. საუბარია „ბარსელონაზე", „პარი სენ-ჟერმენზე", „მანჩესტერ იუნაიტედსა" და „ტოტენჰემზე".

მოგეხსენებათ, კოტ დ'იუვარელს „შავ-წითლებთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში კესიმ მილანური კლუბის მაისურით 7 მატჩი მიითვალა.

5 დღის წინ
464 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო