მირანტე: "მილანის" შემოთავაზებას განხილვა არ სჭირდება"

მირანტე: "მილანის" შემოთავაზებას განხილვა არ სჭირდება"

"მილანის" ახალწვეულმა მეკარე ანტონიო მირანტემ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

"მილანთან" თანამშრომლობის მიმართ ძალიან პოზიციურად ვარ განწყობილი, განსაკუთრებით მოულოდნელი მოლაპარაკების გამო. ეს ყველაფერი დამატებით სტიმულს მაძლევს. მაქვს საკმარისი ასაკი და გამოცდილება ამ ექსტრემალურ სიტუაციას, რომ გავუმკლავდე და პანიკაში არ ჩავვარდე.

თითქოს თავს ჭექა-ქუხილი დამატყდა. ჯერ მენიოს დაზიანების შესახებ გავიგე, შემდეგ კი ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა. მაიკს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. იმედია, ერთმანეთს მალე შევხვდებით. "მილანის" წინადადება დაუყოვნებლივ მივიღე, რადგან ეს ის არის რასაც განხილვა არ სჭირდება.

"როსონერის" არაჩველებრივი შემადგენლობა ჰყავს, მათ უდაოდ შეუძლიათ ნებისმიერ მეტოქეს პრობლემები შეუქმნან. მოედანზე ყოველთვის ენთუზიაზმით გამოდიან და დიდი მოტივაცია ამოძრავებთ. "მილანს" განსაკუთრებული იდეა და იდენტურობა აქვს. 

პიოლისთან არასდროს მიმუშაოვია, ჩვენ ერთმანეთისთვის ყოველთვის დაპირისპირებული მხარეები ვიყავით. ვფიქრობ ის გუნდში სწორ დროს მოვიდა და გუნდი თავის დონეზე დააბრუნა. ვფიქრობ, ეს ურთიერთიბა დიდხანს უნდა გაგრძლდეს.

დიდა? ის განსაკუთრებული მეკარე იყო, ერთ-ერთი საუკეთესო. მას, როგორც მწრთვნელს არ ვიცნობ, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლია ყველაფერი მომცეს, მასწავლოს და ჩემი დეფექტების აღმოფხვრაში დამეხმაროს. ჩემი ცხოვრების ფილოსოფია ასეთია: მიუხედავად ასაკისა, ყოვეთვის შეგიძლია განვითრდე და გამოცდილებას ყოველ დღე ახალი აგური შემატო. დიდა ამაში დამეხმარება.

მოხარული ვარ აქ ყოფნით, ტიფოზებს შაბათს, "სან სიროზე" შევხვდები".

5 დღის წინ
372 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო