მაიკ მენიო: "ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ"

მაიკ მენიო: "ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ"

მოგეხსენებათ, "მილანის" მეკარეს მაიკ მენიოს მარცხენა ხელის მაჯაზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რის გამოც დაახლოებით 10 კვირას გამოტოვებს.

ფრანგმა კიპერმა ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ საავადმყოფოდან პოსტი გამოაქვეყნა.

"ჩემი დაბრუნება ხანგრძლივი და რთული იქნება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ",- თქვა მენიომ.

ცნობისთვის, მომხდარის გამო "მილანმა"  თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი 38 წლის მეკარე ანტონიო მირანტე დაიმატა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

5 დღის წინ
329 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო