"ნიუკასლი" სერია ა-ს ვარსკვლავებს იწვევს - რადარზე ფრანკ კესია

"ნიუკასლი" სერია ა-ს ვარსკვლავებს იწვევს - რადარზე ფრანკ კესია

Tuttosport-ის ცნობით, "ნიუკასლის" ახალი მფლობელები სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას და სერია ა-ს ვარსკვლავების ტრანსფერებზე მუშაობას გეგამვენ.

წყაროს ცნობით, ბრიტანული კლუბი ფრანკ კესის, ფედერიკო კიეზას, მატაიას დე ლიხტის, ნიკოლო ბარელას, სტეფან დე ვრეის და მარსელო ბროზოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას "ნიუკასლის" აქციების 80 პროცენტი საუდის არაბეთის სამთავრობო საინვესტიციო ფონდმა იყიდა, რომელიც პორველ ეტაპზე კლუბისთვის დაახლოებით 400 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.

რაც შეეხება ფრანკ კესის, 24 წლის კოტდივუარელის "მილანთან" კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის შესაძლო გაგრძელებაზე  მხარეები ვერ თანხმდებიან.

1 კვირის წინ
394 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო