„მილანი" რომანიოლის შეთავაზებას უმზადებს

„მილანი" რომანიოლის შეთავაზებას უმზადებს

"TMW-ს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანი" ალესიო რომანიოლისთვის შეთავაზებით მიმართვას აპირებს.

წყაროზე დაყრდნობით, „როსონერიში" ფიქრობენ, რომ იტალიელ ცენტრალურ მცველს ხელფასი, როგორც მინიმუმ, უნდა გაუნახევრონ.

ლომბარდიულ გრანდი ჯერჯერობით ზუსტ პირობებზე არ შეჯერებულა, მაგრამ კლუბში 3 მილიონზე პატარა თანხის შეთავაზებით დაწყებას გეგმავენ და შემდგომ ამ საკითხს მოლაპარაკება დაარეგულირებს.

ცნობისათვის, ალესიოს ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევროა და მას „შავ-წითლებთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

 

1 კვირის წინ
385 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო