ბარეზი: "ტიტულისთვის საბრძოლველად ყველაფერი გვაქვს"

ბარეზი: "ტიტულისთვის საბრძოლველად ყველაფერი გვაქვს"

ლეგენდარულმა ფრანკო ბარეზიმ "მილანის" ამბიციებზე ისაუბრა და გუნდის ბოლოდროინდელი გარჯა შეაფასა:

"ბოლო წლების განმავლობაში გუნდი საგრძნობლად განვითარდა, ამას განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში ამტკიცებენ. "მილანმა" დაიბრუნა ძველი ხასიათი და მებრძოლი სული, რაც გუნდს დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდა.

"მილანი" ამბიციური პროექტია და ამას გუნდის თითოეული წევრი უნდა იაზრებდეს, როდესაც აქ ხარ ყოველთვის რაღაც დიდის მოლოდინი და შემართება უნდა გქონდეს. ამას კი სტეფანო პიოლი თავის ფეხბურთელებს ყოველდღე ახსენებს.

მეტოქეებს პატიუცი უნდა ვცეთ და გვახსოვდეს - ტიტულისთვის საბრძოლველად ყველაფერი გვაქვს!"

1 კვირის წინ
286 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო