„მილანის" გეგმა დიასთან დაკავშირებით ცნობილია

„მილანის" გეგმა დიასთან დაკავშირებით ცნობილია

"Gazzetta Dello Sport-ზე" დაყრდნობით, „მილანი" ბრაჰიმ დიასს თავისი პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად და ძირითად შემადგენლობაში დამწყებ ნახევარმცველად მიიჩნევს.

სწორედ ამიტომ ლომბარდიული გრანდი ესპანელი ფეხბურთელის საბოლოოდ გამოსყიდვაზე ფიქრობს. 

მოგეხსენებათ, „შავ-წითლებში" 22 წლის მოთამაშე 2-წლიანი იჯარით გადმობარგდა, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს იწურება. „როსონერის" მისი გამოსყიდვის შემთხვევაში 22 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება „რეალს", მადრიდელებს თუ ბრაჰიმის დაბრუნება მოუნდებათ, დაახლოებით 27 მილიონი ევროც უნდა გადაიხადონ, თუმცა მილანურ კლუბს ამის არ ეშინია – დიასი „თეთრებში" სათანადო სათამაშო დროს ვერ მიიღებს.

 

1 კვირის წინ
599 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო