"მილანმა" ორი ფეხბურთელის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

"მილანმა" ორი ფეხბურთელის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო

Calcimiercato.com- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მილანმა" კონტის და კასტილეხოს გაყიდვა გადაწყვიტა. ფეხბურთელები "როსონერს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებენ.

27 წლის კონტი "მილანს"  "ატალანტადან" 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ მას არ გაუმართლა, რადგან მალევე მუხლის ტრავმა მიიღო.  გასულ სეზონში იჯარით "პარმაში" გამოდიოდა.

კონტის "მილანთან" კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება.

კასტილეხოს კი ლომბარდიულ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში უმთავრდება. "როსონერი" მისი გაყიდვისთვის გზას ეძებს.

შეგახსენებთ, რომ კასტილეხო ზაფხულში "ხეტაფე" ეპატიჟებოდა, მაგრამ მან საბოლოოდ "მილანში" დარჩენა არჩია.  

 

1 კვირის წინ
638 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო