“ლივერპული” - “მილანი” | ყველაფერი რაც მატჩზე უნდა იცოდეთ

“ლივერპული” - “მილანი” | ყველაფერი რაც მატჩზე უნდა იცოდეთ

როგორც იცით, "მილანი" დღეს ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონს "ლივერპულთან" მატჩით გახსნის. 


ტრავმები

"ლივერპული":"ლიდსითან" მატჩში ჰარვი ელიოტმა მძიმე ტრავმა მიიღო, რომლის გამოც შესაძლოა 6 თვე გამოტოვოს. ასევე დიდი ხანი იუქმებს რობერტო ფირმინო, რომელმაც ტრავმა სანაკრებო პაუზამდე მიიღო. ტაკუმი მინამინო მალე დაუბრუნდება ვარჯიშს, თუმცა ამ მატჩში მონაწილეობას მაინც ვერ მიიღებს.

"მილანი": "როსონერის" უპირობო ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამ თამაშის განაცხადში ვერ მოხვდა რადე კრუნიჩი. ასევე მოედანზე დიდი ალბათობით ვერ ვიხილავთ "მილანის" ახალწვეულს, ტიმოიე ბაკაიოკოს.


სავარაუდო შემადგენლობები

"ლივერპული": ალისონი ბეკერი; ენდრიუ რობერტსონი; ვირჯილ ვან დეიკი; ჟოელ მატიპი; ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი; ფაბინიო; ტიაგო ალკანტარა; ჯორდან ჰენდერსონი; სადიო მანე; დიოგო ჟოტა; მოჰამედ სალაჰი.

"მილანი": მაიკ მაინანი; ტეო ერნანდესი; ალესიო რომანიოლი;ფიკაიო ტომორი; დავიდ კალაბრია; ფრენკ კესი; სანდრო ტონალი; რაფაელ ლეაო; ბრაჰიმ დიასი; ალექსის საელმეკერსი; ოლივიე ჟირუ.


შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ტრანსლაციის ხილვა Silk-ზე შეგეძლებათ.

4 დღის წინ
435 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი