"ლივერპული" - "მილანი" | კიაერის მატჩისწინა პრესკომფერენცია

"ლივერპული" - "მილანი" | კიაერის მატჩისწინა პრესკომფერენცია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩამდე სიმონ კიაერმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"ხვალ მნიშვნელოვანი გამოცდა გველოდება და გვსურს ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება დავიმსახურეთ. მოედანზე იგივე მენტალობით უნდა გავიდეთ, როგორც ეს გასულ სეზონში "მანჩესტერის" წინააღმდგ გავაკეთეთ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ და მისი ძლიერი მხარეები კარგად ვიცით, მაგრამ ჩვენ "მილანი" ვართ და მოედანზე ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ".

"გასული წლის განმავლობაში "როსონერი" ძალიან განვითარდა, ასეთი რანგის ტურნირზე თამაში დავიმსახურეთ, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ჯერ მზად არ ვართ. ხვალ მათ დავუმტკიცებთ, რომ ცდებიან".

"კარიერის მწვერვალი? ვფიქრობ, ახლა საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობ, თუმცა ინდივიდუალური პროგრესი გუნდის წარმატებაზეა დამოკიდებული, ის თითოეულ ფეხბურთელს ეხმარება, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს".

"კონკურენცია? ტომორისთან და რომანიოლისთან საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. ჩვენი მისია სწორედ ისაა, რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყოთ და პიოლის არჩევანის გაკეთება გავურთულოთ. გუნდს თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი სჭირდება, რადგან სკუდეტოს მოსაგებად ვიბრძვით, წინ ძალიან დატვირთული გრაფიკი გველოდება. კონკურენცია კი ყველასთვის სასარგებლოა".

5 დღის წინ
461 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი