"ლივერპული" - "მილანი" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი

"ლივერპული" - "მილანი" | პიოლის მატჩისწინა კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სუპერმატჩია, რომელშიც "მილანი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება - ლიგის 2005 და 2007 წლების ფინალების რიმეიქი. 

შეხვედრის წინ "როსონერის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა:

"ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის" შესახებ ისტორია ლაპარაკობს, მაგრამ 7 წელია, გუნდს ამ ტურნირზე არ უთამაშია. ახლა კი გვსურს, რომ ახალი "მილანის", იბრაჰიმოვიჩის, კიაერის, კესის, ბენასერის და კალაბრიას გუნდის ისტორია დავწეროთ".

"ძლიეიერი მეტოქე გვყავს, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ავარჯიშებს. ცხადია ურთულესი მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ აქ ჩვენი საქმის გასაკეთებლად ვართ კარგად მოვემზადეთ, გუნდი ენთუზიაზმით და მოტივაციით არის სავსე და გვინდა შეხვედრიდან მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ. ვიცით მეტოქის მახასიათებლები, ეს არის ძალიან ვერტიკალური გუნდი, რომელსაც ისეთი ორი სწრაფი თავდამსხმელი ჰყავს, როგორების მანე და სალაჰია. მათ იციან, როგორ შეაღწიონ საჯარიმოში სისწრაფის ხარჯზე. თუმცა ჩვენ ბევრი ვიშრომეთ გასაუმჯობესებლად, სეზონის დასაწყისმა აჩვენა, რომ გუნდმა იცის რა უნდა გააკეთოს".

"იბრაჰიმოვიჩს მცირე ტრავმა აქვს და გადავწყვიტეთ რისკზე არ წავსულიყავით, მას რებიჩი ან ჟირუ შეცვლის".

"ტონალის დღეს მცირე დისკონფორტი ქონდა და გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მაგრამ ვფიქრობ, ხვალ ხელმისაწვდომი იქნება. სანდრო ყოველთვის ძალიან დიდი მონდომებით ვარჯიშობდა და მას აქვს ყველაფერი, რომ მილანის სტარტერი გახდეს".

5 დღის წინ
609 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი