ფანჯრის ბოლო დღეს „მილანმა" „ფენერბაჰჩესგან" შეთავაზება მიიღო ["Calciomercato"]

ფანჯრის ბოლო დღეს „მილანმა" „ფენერბაჰჩესგან" შეთავაზება მიიღო ["Calciomercato"]

როგორც "Calciomercato" გვატყობინებს, „მილანმა" ანდრეა კონტის თაობაზე „ფენერბაჰჩესგან" შეთავაზება მიიღო, თუმცაღა მხარეებმა შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს – სატრანსფერო ფანჯარა თურქეთში გუშინ დაიხურა და, შესაბამისად, მინიმუმ იანვრამდე იგი „შავ-წითლების" ღირსებას დაიცავს.

მეორე მხრივ, იტალიური „ჯენოაც" ინტერესდებოდა იტალიელი მარჯვენა მცველით, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც კლუბებმა ვერ მოილაპარაკეს.

გეტყვით იმასაც, რომ კონტის ლობარდიულ გრანდთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

 

1 კვირის წინ
1050 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი