logo

იტალიელი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

იტალიელი ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა

კორონავირუსი 2020 წლის მთავარ პრობლემად იქცა. ვირუსი ჩინეთიდან მსოფლიოში გავრცელდა და ევროპაში მისი მთავარი წყარო იტალიაა. 

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ზომები გასულ კვირაში მიიღო, როცა სერია A-ს რამდენიმე და რანგით დაბალი ლიგების ათობით მატჩი გადადო.

დღეს უკვე "La Gazzetta dello Sport"-მა დაწერა, რომ ერთ-ერთი იტალიელი მოთამაშე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. 

ფეხბურთელის ვინაობა არ საჯაროვდება. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი სერია C-ს გუნდში გამოდის და გასულ კვირას განაცხადში ცხელების გამო არ შეიყვანეს. მოგვიანებით კი ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

იტალია მეოთხე დიდი სახელმწიფო გახდა, რომელშიც ახალი ვირუსი ფართოდ გავრცელდა. ამ დროისთვის იტალიაში 453 ადამიანი დაავადდა და 12 მათგანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩი "მილანმა" "ჯენოას" წინააღმდეგ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატაროს.


7 თვის წინ
1556 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ