logo

4 მწვრთნელი, რომლებიც "მილანის" მომავალ დამრიგებლებად განიხილებიან

4 მწვრთნელი, რომლებიც "მილანის" მომავალ დამრიგებლებად განიხილებიან

"მილანში" სტეფანო პიოლის მოღვაწეობით დიდად კმაყოფილები არ არიან, ამიტომ ზაფხულში "როსონერის" ხელმძღვანელობა მის შემცვლელს მოიყვანს. რაც შეეხება პიოლის შემცვლელს, ამ პოზიციაზე ოთხი ვარიანტი განიხილება.

პირველი და უმთავრესი კანდიდატი რალფ რანგნიკია, რომელიც გაზიდისის რჩეულია და რამდენიმე გამოცემის თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შემდგარიცაა, თუმცა აქვეა მალდინი, რომელიც გერმანელი სპეციალისტის გუნდში მიწვევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მეორე ვარიანტი ლუჩიანო სპალეტია, რომელიც გასულ ოქტომბერს ახლოს იყო "შავ-წითლების" ჩაბარებასთან, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა და "მილანმა" პიოლი აირჩია. ამჯერად სეზონის დასაწყისში მასთან მოლაპარაკებები გაცილებით მარტივი იქნება.

მესამე ვარიანტი მასიმილიანო ალეგრია, მაგრამ ეს ტრანსფერი ორი ფაქტორის გამოა რთული. პირველი ის რომ მაქსი სეზონში 10 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო მეორე მიზეზი ტოპ ფეხბურთელების მოთხოვნაა, რომლის გადაბირების საშუალებაც "როსონერის" ამჟამად არ აქვს.

ბოლო ვარიანტი კი "ვალენსიას" ყოფილი თავკაცი მარსელინიოა. მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან უკვე დასხდნენ და ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე აზრთა სხვადასხვაობა დააფიქსირეს, თუმცა შეთანხმება შეუძლებელი ნამდვილად არაა.

4 თვის წინ
1265 / 4
rossoneri-best
reclam
user
zurius Netavi IBRAs ar undaa mwvrtnelobaa...? 
user
zurius Amat ganixilaven da bolos Boneras danishnaben.
user
rossoneri-best 1. ალეგრი 2. რანგნიკი 3. მარსელინიო 4. სპალეტი. ამ თანმიმდევრობით როგორც შეძლებენ და იმედია მეოთხემდე შეძლებენ
user
Mate Abramidze ოღონდ სპალეტი არა და სხვა სამი იყოს არაუშავს  smilesmile
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ